|
2016-12-10 18:32:59, 2639 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალება საპატრულო პოლიცია არ აძლევთ. აღნიშნულის გამო, ავტომობილების გადაადგილება შეფერახებულია. შეგახსენებთ, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)