18:59 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:35:53, 1182 ნახვა

პოლიტიკა
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას  ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში დირექტორატის სამმართველოს უფროსის მატიე ბუსკეს ხელმძღვანელობით, ევროკომისიის 17 კაციანი დელეგაცია ესწრებოდა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკიტხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო დარგობრივი სტრუქტურებიდან ესწრებოდნენ წარმომადგენლები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

შეხვედრაზე ევროკავშირის  2017-2020 წლების დახმარების მომავალი პრიორიტეტები და პროექტები განიხილეს. განხილვისას დარგობრივმა უწყებებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ფინანსური დახმარების ფარგლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ასოცირების შეთანხმებისა და მათ შორის,  მისი შემადგენელი ნაწილის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics