07:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 11:04:10, 3034 ნახვა

მსოფლიო
ერაყში ISIS-ის მიერ კონტროლირებად ქალაქზე ავიადარტყმებს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ ალ-ქაიმზე ავიადარტყმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბაღდადიდან ჩრდილო-დასავლეთით, 300 კილომეტრში, სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ ალ-ქაიმს “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებს.

თვითმხილველების თქმით, საჰაერო დარტყმები ქალაქის ცენტრზე განხორციელდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ვის ეკუთვნოდა თვითმფრინავები, თუმცა სავარაუდოდ დარტყმები ერაყის ძალებმა განახორციელეს.

ავიადარტყმის შედეგად დაზიანდა მეჩეთი, რომელსაც ისლამისტები შტაბად იყენებდნენ, ასევე დაინგრა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 19 ბავშვი და 12 ქალია.

“ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული სააგენტო Amaq-ის ცნობით, ავადარტყმებს 120 ადამიანი ემსხვერპლა. სააგენტომ კადრები გაავრცელა, სადაც დაზიანებული შენობები, დამწვარი მანქანები და ბავშვები ცხედრები ჩანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics