|
2016-12-06 15:42:00, 2372 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორს ფისკალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის ხელმძღვანელებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკის დაკრედიტების პროცესში, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია აქვს. შესაბამისად, მათ შემდგომში ეკონომიკის დაკრედიტება უნდა გააგრძელონ. შეხვედრაზე საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითი დამოკიდებულება გამოხატეს სამთავრო რეფორმებისადმი და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. ასევე აღინიშნა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან როგორც საბანკო, ისე ეკონომიკის სხვა სექტორების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)