06:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 18:09:34, 2800 ნახვა

მსოფლიო
ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ბრაზილიელი ფეხბურთელების ცხედრები სამშობლოში გადაასვენეს

ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ბრაზილიელი  ფეხბურთელების ცხედრები სამშობლოში, ქალაქ შაპეკოში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, - ამის შესახებ BBC იუწყება,

მედია საშუალების ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 19 ფეხბურთელი, 25 მწვრთენლი, საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობა და ტექნიკური პერსონალი, ასევე, 20 ბრაზილიელი ჟურნალისტი იმყოფებოდა.

როგორც მედია წერს, ცხედრების ჩამოსვენებისას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტი მიშელ ტემერი იმყოფებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ის სამოქალაქო პანაშვიდს არ დაესწრება. 

BBC-ის ინფორმაციით, სტადიონ Arena Conda-ზე ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხელისუფლების ინფორაციით, კატასტროფამდე ცოტახნით ადრე მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და საფრენი ბილიკისკენ მიმართულებას ითხოვდა. საგანგებო დაშვების მიზეზი საწვავის უკმარისობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, 71 ადამიანი გარდაიცვალა, 6 კი გადარჩა. ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე მედელინში მიემგზავრებოდნენ, სადაც კოლუმბიურ კლუბთან "ატლეტიკო ნასიონალთან" უნდა ეთამაშათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics