|
2016-12-03 11:37:15, 2381 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საგადასახადო ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაც 2017 წლიდან იგეგმება. აღინიშნა, რომ მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, დამატებითი შემოსავლების მიღება, როგორიცაა ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა. ითქვა, რომ თამბაქოს ნაწარმი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო ჯგუფია. მისი იმპორტი ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა გამოკვლევების მონაცემებით, დღეისთვის თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრება საგადასახადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ აღნიშნულ სექტორში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)