00:51 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 00:28:11, 2388 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი დოლარში სესხების გალარებაზე: ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე

შეიძლება დასაწყისში მოგვეჩვენოს, რომ ეს არის უსამართლობა, არასწორად გადანაწილებული თანხები, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ოჯახების კეთილდღეობა აუცილებლად აისახება ყველაზე და ეკონომიკაზე მთლიანად, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლარში სესხების გალარების მიზნით ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარის გამოყოფის მიზანშეწონილობაზე საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილი განმარტავს, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს დოლარში სესხი, შეეხიდოს მათ, ვისაც ასეთი სესხი აქვთ. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, ვინც ყველაზე მეტად მოექცა დევალვაციის ტალღაში.

„დღეს ჩვენი გადაწყვეტილება და წახალისება თუ დახმარება ამ ადამიანებისადმი, რომ მათ გადაიყვანონ ნებაყოფლობით თავიანთი დოლარის სესხები ლარის სესხებში, გრძელვადიან პერიოდში აბსოლუტურად ყველასთვის, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის არის სარგებლიანი და აუცილებლად დაუბრუნდება ქვეყანას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics