|
2015-03-24 10:10:38, 521 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს. მიმდინარე კონფერენციის თემას მიწის მფლობელობა-გამოყენებისა და საერთო კეთილდღეობის კავშირი წარმოადგენს. “აღნიშნული თემატიკის წინ წამოწევა მიზნად ისახავს იმ გავლენის ჩვენებას, რასაც გენდერულ ჭრილში, თაობებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის უძრავი ქონების განაწილება ახდენს. ამას გარდა, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მიწათსარგებლობის ფორმები მნიშვნელოვნად აისახება ზოგად კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე საზოგადოებრივ და ლანდშაფტურ დონეებზე”, - აღნიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. წლევანდელ კონფერენციაზე მონაწილეები იმსჯელებენ იმ გავლენაზეც, რომელსაც მიწის მფლობელობა ურბანულ ფორმებზე, სიმჭიდროვესა და ურბანულ-სასოფლო კავშირებზე ახდენს; განიხილავენ ფართომასშტაბიან მიდგომებს საკუთრების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, სტანდარტიზებული გეოსივრცითი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფექტური მონიტორინგისა და მიწის მმართველობისთვის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესში, ღია მონაცემების შესაძლებლობების დანერგვას და ა.შ. მსოფლიო ბანკის მე-16 ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც ვაშინგტონში იმართება, სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიების ორგანიზატორი მსოფლიო ბანკის განვითარების ეკონომიკური კვლევების ჯგუფი DECRG-ია. კონფერენცია 27 მარტს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)