06:08 - 01 Jul, 2026
|
2016-11-30 22:22:18, 2824 ნახვა
მსოფლიო
ამერიკის რამდენიმე შტატში ტორნადოების სერიას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა
მისისიპის და ალაბამას შტატებს ტორნადოების სერიამ გადაუარა. USA TODAY-ის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ბავშვია. ტორნადომ ალაბამაში ორი ქალაქი დააზარალა. როზალიში ქარბორბალას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ იდერში კი ტორნადოს შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა. სტიქიამ რამდენიმე დასახლება დააზარალა მისისიპიშიც, სადაც სამი ტორნადო დაფიქსირდა. ქარბორბალამ შენობებს სახურავები გადახადა, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. მეტეოროლოგების განცხადებით, ტორნადოების სერია ძლიერი შტორმის გამო ჩამოყალიბდა და ახლა ის ტენესის შტატს ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)