23:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 21:25:42, 1884 ნახვა

ეკონომიკა
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 11 თვის მონაცემი გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 11 თვის მონაცემი გადაჭარბებითაა შესრულებული. მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ნაერთი ბიუჯეტის 11 თვის საგადასახადო შემოსავლებმა 7 მილიარდ 860 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 686 მლნ ლარით (9,6%-ით) აღემატება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის საგადასახადო შემოსავლების წლიური გეგმიური მაჩვენებელი 2015 წლის ფაქტიურ პარამეტრთან მიმართებაში 674 მლნ ლარის მეტობით არის დაგეგმილი, შესაბამისად, უკვე 11 თვის მონაცემებით ეს პარამეტრი გადაჭარბებულია.

გარდა ამისა, ცოტნე ყავლაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბერში ხაზინაში 10,5 პროცენტით მეტი საგადასახადო შემოსავალი შევიდა 2015 წლის ნოემბერთან შედარებით. ამ მაჩვენებელმა, 716 მლნ ლარი შეადგინა, 68 მლნ ლარით მეტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან მიმართებაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics