|
2016-11-29 16:53:58, 808 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურა დაასახელა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ცნობილი გახდა ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად ჩვენ უმაღლესი საბჭოს შემავალ სუბიექტებთან კონსულტაციები ვაწარმოეთ და ამ კონსულტაციების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარვადგენთ. კანდიდატურა კონსულტაციების საფუძველზე შერჩეული იქნა და მთავრობას შესათანხმებლად გადაეგზავნება. ამის შემდეგ გადაეგზავნება დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს. ეს არის ზურაბ პატარაძე. მე მას ვუცხადებ ნდობას და წარმატებებს ვუსურვებ “, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)