|
2016-11-29 15:09:05, 739 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში 30 ნოემბერის პლენარულ სხდომაზე 4 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სანდრა რულოვსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული პირებიდან სამი საქმიანობას მთავრობაში გააგრძელებს, მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდებათ. როგორც კახიანმა აღნიშნა, სანდრა რულოვსმა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს თავად მიმართა. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახი კალაძის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსის ადგილმონაცვლის საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრას. მათი ადგილმონაცვლე პარტიული სიის მომდევნო ნომერი იქნება. არსებული ინფორმაციით, მთავრობაში გადასული დეპუტატების ადგილს პარლამენტში გუგული მაღრაძე, დავით მატიკაშვილი, გიორგი ხატიძე და გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)