14:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 13:46:53, 848 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი" მიიღო მონაწილეობა, რომელიც  ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.

„დღევანდელი პიესის კითხვა ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პერსონაჟები ის ქალები არიან, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ მძიმე ხვედრს. ქალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც შემდეგ თავად გახდნენ მებრძოლები სხვა ქალების დასახმარებლად და  რომლებსაც საკმაოდ ეფექტურად გამოუვიდათ ეს საქმე. არაჩვეულებრივი ქალები, რომელთა გამომეტყველებაც კი ძალიან კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, საიდანაც ისინი გამოვიდნენ", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ქალბატონებმაც მიიღეს.

პროექტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში", შვედეთის ინსტიტუტი და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics