|
2015-03-21 18:33:14, 548 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: საქართველო დაპაუზებულია და როგორც გაჩერებული საათი, ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენებს
„საქართველო დაპაუზებულია და ეს გაჩერება სამწუხაროდ, როგორც გაჩერებული საათი, აჩვენებს ერთსა და იმავე დროს, 2012 წლის 1 ოქტომბერს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე ბრისუელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში არსებული ვითარების გამო მას გული უკვდება. „გული მიკვდება იმაზე, რომ ლარის კურსი, რომელიც როცა ჩავიბარეთ შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო და რომელმაც ჩემი მთავრობის დროს გაუძლო რუსეთის სრულმასშტაბიან შემოჭრას და ოკუპაციას. დღეს ისევ ჩამოიშალა და ჩამოვარდა შევარდნაძის ნიშნულზე. გული მიკვდება იმაზე, რომ კრიმინალი დაბრუნდა ქუჩებში, ისევ ძველი ბიჭები არჩევენ საქმეებს და აკონტროლებენ სიტუაციას ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ეზოებში ჩვენს სასწავლებლებში. გული მიკვდება, რომ ჩვენს პოლიციას აბუჩად იგდებენ, გული მიკვდება იმაზე, რომ როდესაც ამას წინათ, პოლიციელი მოკლა კრიმინალმა და მთავრობამ ის გადააპარა საზღვარზე, მეორე პოლიციელი, რომელმაც ეს კადრები ამოიღო, ამ დანაშაულის კადრები ამოიღო, საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში საჯაროდ გამოაცხადა კრიმინალად და დაპატიმრებით დაემუქრა. ეს იმისათვის, რომ სიმართლე თქვა, კრიმინალი ამხილა, სააშკარაოზე გამოიტანა სრული უმსგავსობა. დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც სრულიად უტიფრად, ურცხვად მფარველობს კრიმინალს და ებრძვის სიმართლეს. დღეს საქართველო უფსკრულისკენ მიექანება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)