|
2016-11-22 15:46:43, 646 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის რაინლანდ-პალცის ფედერალური მიწის შს სამინისტროს უმასპინძლა
გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. შსს-ს ინფორმაციით, დელეგაციაში ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი იურგენ შმიტი, კრიმინალური პოლიციის სამსახურის პრეზიდენტი იოჰანეს კუნცი, პოლიციის აკადემიის რექტორი ფრიდელ დურბენი და სხვა სამართლდამცველები შედიოდნენ. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში საქართველო-გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის მჭიდრო, ორმხრივ თანამშრომლობას, რომელიც პოლიციის ატაშეების აქტიური ჩართულობითა და ინტერპოლის საშუალებით, წარმატებით ხორციელდება. გიორგი მღებრიშვილმა, ასევე, ისაუბრა რამდენიმე დღის წინ საქართველო-გერმანიის საპოლიციო თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაციის შესახებ, რა დროსაც, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ჩადენილი ყაჩაღობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში დააკავეს. „2015 წლის ივლისიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერლინში საკუთარი ატაშე წარგზავნა, რომელიც თქვენს სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწის კრიმინალურ პოლიციებთან მჭიდროდ და ნაყოფიერად თანამშრომლობს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო და მომავალ წელს საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერს გამოგზავნის, რომელთანაც ადგილზე მუშაობა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენ შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. თავის მხრივ, დეგელაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს წარმატებულ საქმიანობაზე გერმანიაში. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმები და მიმართულებები განიხილეს. საქართველოს შს სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელი სამართალდამცველები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, პოლიციის აკადემიას და „112“-ს ეწვევიან.
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)