12:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 00:16:32, 784 ნახვა

საზოგადოება
ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლს, ელჩ მელანი ვერვეერს შეხვდა. 

შეხვედრაზე გენდერულ საკითხებზე და ქალთა ჩართულობაზე იმსჯელეს.      

„ჩვენ ვიმსჯელეთ შერიგების, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე. ასევე ვისაუბრეთ  პოლიტიკური განვითარების, უსაფრთხოების საკითხებში ქალების მონაწილეობაზე. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მთავრობისა და  სამოქალაქო საზოგადოების ბევრ წარმომდგენელს. ეს იყო ნაყოფიერი და საინტერესო ვიზიტი“, - განაცხადა  მელანი ვერვეერმა.

ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო სამშვიდობო და შერიგების პროცესში ქალთა ჩართულობას.

„მე მჯერა, რომ სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში - ქალებს აქვთ მეტი სენსიტიურობა ისეთი საკითხებისადმი, როგორიც არის კონკრეტული ადამიანების ბედი, რომლებიც განიცდიან მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს. ქალები ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიმართ მეტად არიან მიდრეკილნი. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელ შეხვედრაზე განხილული თემა - როგორ შევუწყოთ ხელი ქალების მეტ ჩართულობას და როგორ დავეხმაროთ  ქალებს, რომლებიც ხშირად არიან კონფლიქტის პირველი მსხვერპლნი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გენდერის საკითხებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენელი მოამზადებს შესაბამის ანგარიშს, რომელსაც გააცნობს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics