06:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 10:40:00, 912 ნახვა

პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენებისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა.

ცნობისთვის,  სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად დაესწრება დავით რაქვიაშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics