03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 12:42:35, 2432 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანში, ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფა, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქვეყნის პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, ინტერნეტში პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის მოქალაქეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ, - ამის შესახებ BBC აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტის მისამართით მედიასა და საჯარო გამოსვლებში ცილისწამება და მისი ღირსების შელახვა დასჯადია.

გენერალური პროკურორის ახალი ინიციტივის თანახმად, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტ-მომხმარებელს 500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან 2 წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას 2003 წლიდან იკავებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics