03:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 12:21:25, 2002 ნახვა

მსოფლიო
ათენის პოლიციამ ბარაკ ობამას საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

ათენის ცენტრში პოლიციამ აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბარაკ ობამას წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ათენში ბარაკ ობამას ვიზიტის გასაპროტესტებლად აქციაში 3 000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა.

მედიის ინფორმაციით, ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეების ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა. ახალგაზრდებს ხელში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ხელკეტები ეჭირათ.

BBC-ის ცნობით, შეტაკების შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდაპირველად დემონსტრანტები აშშ-ის საელჩომდე საპროტესტო მსვლელობის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ქალაქის ცენტრში აქცია აკრძალა.

ცნობისთვის, დემონსტრაცია პარტია “ნაციონალური ერთიანობის” მიერ იყო ორგანიზებული. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ინტერვენციამ სისხლისღვრა და მიგრაციული კრიზისი გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ევროპაში ფინალურ ტურნეს მართავს. ობამამ მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასთან და პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსთან გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics