|
2016-11-14 17:04:20, 1661 ნახვა
ეკონომიკა
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გამოფენა "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" გაიხსნა
14 ნოემბერს ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა "იტალიური მოდის ისტორიის 60 წელი" გაიხსნა. საქართველოში პირველად იტალიური კრეატიულობის საუკეთესო ნიმუშები გამოიფინა, მაღალი მოდისა და prêt-à-porter-ს უნიკალურ ტანსაცმელი: Emilio Schuberth, Sorelle Fontana, Roberto Capucci, Valentino, Sarli, Lancetti, Renato Balestra, Marella Ferrera, Brioni, Giorgio Armani, Laura Biagiotti, Roberto Cavalli, Dolce&Gabbana, Fendi, Salvatore Ferragamo, Gianfranco Ferré, Gucci, Crizia, Max Mara, Missoni, Moschino, Prada, Trussardi, Versace და სხვა ცნობილი იტალიური მოდის სახლებისა და დიზაინერების საუკეთესო ქმნილებები. წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი. კომპანია Galgano&Tota-ს მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ ექსპოზიციას დიდი წარმატება ხვდა წილად იტალიისა და სხვა ქვეყნების ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. საქართველოში აღნიშნული გამოფენა გაიმართა იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ექსპოზიციას მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ღონისძიების გენერალური სპონსორია "ვითიბი ბანკი“ . გამოფენას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 იანვრამდე გაგრძელდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)