|
2016-11-13 15:28:52, 1842 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ გრემში ახალი საწარმო გაიხსნა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო-„სარაჯიშვილი დისტილერი“ გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადგახსნილი საწარმო სულ მალე ადგილობრივ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გაიტანს, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კი ხელს შეუწყობს წარმოების განვითარებას. “სარაჯიშვილი დისტილერი“ სახელმწიფოს მხარდაჭერით, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აშენდა. პროექტის განსახორციელებლად 827 000 აშშ დოლარი დაიხარჯა, აქედან, აგროკრედიტის მოცულობამ 600 000 აშშ დოლარი შეადგინა. ქარხანა აღჭურვილია შარანტის ტიპის რვა აპარატით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ღვინის ბრენდის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი. კომპანია წელიწადში 500 000 ლიტრ საბრენდე სპირტს აწარმოებს. საწარმოში 150-მდე ადამიანი დასაქმდება. სახელმწიფოს მხარდაჭერით კახეთის რეგიონში უკვე გაიხსნა 52 ახალი საწარმო და გაფართოვდა 303 საწარმო. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ამ პროექტების მხარდაჭერისთვის 17 მილიონ დოლარზე მეტია გაცემული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)