18:00 - 04 Jul, 2026
|
2016-11-11 17:22:15, 1985 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.50–2.51 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი
ლარის კურსი ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.50 – 2.51 ლარამდე მერყეობს, ხოლო მისი გაყიდვა 2.46 – 2.48 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.48-2.51 ლარია, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი, 2-43-2.45 ლარს მიიღებთ. რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დოლარი ხვალ, 2.4899 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4773 ლარად არის შესაძლებელი. ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)