|
2016-11-11 16:18:01, 2379 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გიბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი ძალების პლატფორმის დაარსების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, მის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ახალი პოლიტიკური ძალა უკრაინის პოლიტიკურ ელიტას მშვიდობიანი გზით დაამარცხებს “ჩვენს მიზანს წარმოადგენს ვადამდელი არჩევნები უმოკლეს ვადებში...მე მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში და მშვიდობას დავამყარებთ. ჩვენ ვქმნით ახალ, ფართო პოლიტკურ ძალას. ჩვენ მიზანს ე.წ. ელიტების შეცვლა წარმოადგენს, რომლებიც სინამდვილეში “ბარიგები” არიან, რომლებიც მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებენ. ჩვენ არ მივიღებთ არავის, ვინც პარლამენტში ერთ ვადაზე მეტჯერ იყო, ვინც სახელმწიფო სამსახურში ორ წელზე მეტ ხანს იმყოფებოდა, არ იქნებიან ბიზნესმენებიც”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ის უკრაინის რეგიონებში ჩასვლას გეგმავს. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მას არ ექნება მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან, არამედ მხოლოდ ხალხთან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)