|
2016-11-10 13:00:34, 2710 ნახვა
მსოფლიო Lifestyle
ნადეჟდა სავჩენკო დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის საერთაშორისო, ტექნიკურ და სამხედრო დახმარების გაძლიერებას სთხოვს, - ამის შესახებ სავჩენკო სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ნადეჟდა სავჩენკომ აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს. ნადეჟდა სავჩენკო აღნიშნავს, რომ უკრაინა დღეს რუსეთის აგრესიისგან ზარალდება და უკვე დაკარგა ტერიტორიების ნაწილი და ათობით ათასი სამხედრო, მოხალისე და მშვიდობიანი მცხოვრები აგრესორთან ბრძოლაში. უმაღლესი რადას დეპუტატმა დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. “ამ ქვეყანას ესმის მხოლოდ ძალისა და გადაწყვეტილების ენა, რაც თქვენ არ გაკლიათ”, - წერს სავჩენკო. უკრაინელი დეპუტატი თავისი მიმართვის მიზნად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო ყურადღების მიქცევას ასახელებს. ამასთან, სავჩენკო აღნიშნავს, რომ აშშ ყოველთვის ეხმარებოდა უკრაინელ ხალხს დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული საზღვრების ურყევობის პრინციპებზე დაფუძნებული ქვეყნების ოჯახში გაერთიანების მისწარფებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)