23:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 15:01:11, 841 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე, რომელზეც თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა, NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებისა და საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით  NATO-ს  პარტნიორი ქვეყნების როლზე  იმსჯელეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ ფხალაძემ სესიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და აღნიშნა, რომ საქართველო ერთდროულად  NATO-ს  გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორიც და ასპირანტი ქვეყანაცაა.

„უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. საქართველო ის საიმედო პარტნიორია, რომელიც ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას და მზად არის ამ თანამშრომლობის მეტად გაფართოებისათვის", - აღნიშნა ფხალაძემ.

მისი განცხადებით, საქართველოს ინეგრაციის ხარისხის ზრდა დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics