21:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 19:44:45, 893 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: საქართველოს სწორედ დიპლომატიურ ველზე სჭირდება განსაკუთრებული მოქნილობა და სიბრძნე

საქართველოს სწორედ დიპლომატიურ ველზე სჭირდება განსაკუთრებული მოქნილობა, განსაკუთრებული სიბრძნე და განსაკუთრებული პრინციპულობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ძალიან კვალიფიციური, კარგად მომზადებული დიპლომატიური კორპუსი ჰყავს, რომელიც საქართველოს ინტერესებს მთელს მსოფლიოში იცავს. 

”უახლოესი წლები იქნება კიდევ უფრო მეტი გამოწვევების შემცველი, რადგან ბევრი თემა, რომელიც ქვეყანას აწუხებს სწორედ დიპლომატიური გზითაა მოსაგვარებელი და მე ვუსურვებ ყველა ჩვენს წარმომადგენელს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, სათანადოდ წარმოადგინონ ჩვენი ლამაზი, დიდი და კარგი სამშობლო და რაც შეიძლება მეტს მივაღწიოთ საერთაშორისო ურთიერთობებიდან”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში სადღესასწაულო ღონისძიება იმართება. მიღებას აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფულების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები იმყოფებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics