|
2016-11-04 11:37:27, 1458 ნახვა
სამართალი
შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლის ცემის ფაქტზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. მისივე განმარტებით, უცხოელმა დამკვირვებელმა, რომელიც საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის კვლავ ჩამოვიდა, დაკავებული ამოიცნო. „პოლიცია მიუკერძოებლად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მუშაობს“,-განუცხადა მან ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)