15:14 - 04 Jul, 2026
|
2016-11-03 12:33:17, 1823 ნახვა
ეკონომიკა
სოფელ ბარალეთში ხვალ რიგით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
რიგით 41-ე საზოგადოებრივი ცენტრი 4 ნოემბერს სოფელ ბარალეთში გაიხსნება. ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად, ასევე ისარგებლოს უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით. საზოგადოებრივი ცენტრით ბარალეთის მოსახლეობის გარდა, სოფლების: კოთელიას, კოჭიოს, იხტილას, ბუღაშენის, ტურცხის, დიდი სამსარის, პატარა სამსარის, მერენიას, ლომატურცხის, ღადოს, ზაკვის, ბალხოს, გომანის, ალათუბანის, აგანას, ბეჟანოს, აზავრეთისა და ბურნაშეთის 20 ათასამდე მოსახლე ისარგებლებს. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)