|
2016-11-02 15:37:19, 1658 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება
თბილისში 2019 წელს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონ თბილისი“ გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში განთავსდება. 200-ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. შესაბამისი კონტრაქტი კორპორაცია „ჰილტონსა“ და კომპანია „გრანატს“ შორის დღეს გაფორმდა. კონტრაქტს ხელი მოაწერეს კორპორაცია “Hilton Worldwide”-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ კოლინიმ და კომპანია „Granat Georgia“-ს პრეზიდენტმა ელგუჯა ცინცაძემ. ხელმოწერის ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. „2019 წელს თბილისში გაიხსნება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ ბრენდით, სადაც „მიშლენის“ რესტორანი განთავსება. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის ურთიერთობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი. თბილისი და თბილისელები დიდი ხანია ელოდებიან ქალაქის ცენტრში მდებარე ამ ლამაზ შენობაში მნიშვნელოვანი ობიექტის გახსნას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი ინფორმაციით, უშუალოდ სასტუმროს მშენებლობის პროცესში რამდენიმე ასეული, სასტუმროს ამოქმედების შემდეგ კი 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. 2015 წელს კომპანია „გრანატსა“ და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)