|
2016-11-02 15:32:38, 1958 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ზაზა თავაძის მოადგილეები აირჩია
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის მოადგილეები თეიმურაზ ტუღუში და ლალი ფაფიაშვილი იქნებიან. კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილე მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი, ხოლო მეორე მოადგილე თეიმურაზ ტუღუში გახდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანამდებობა კი მერაბ ტურავამ დაიკავა. ახალი თავმჯდომარეები პლენუმის სხდომაზე აირჩიეს. მათ ასარჩევად კოლეგიას რამდენიმე საათიანი მსჯელობა დასჭირდა და ყველა მათგანმა ხმათა უმრავლესობა ანუ 5 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო. ამასთან, ცნობილია, რომ კოლეგიებიც დაკომპლექტდა. პირველ კოლეგიას, რომელსაც ლალი ფაფიაშვილი უხელმძღვანელებს, მასთან ერთად ამ კოლეგიაში იქნებიან გიორგი კვერენჩხილაძე, მერაბ ტურავა და მაია კოპალეიშვილი. მეორე კოლეგია კი სამი მოსამათლისგან ირინა იმერლიშვილის, თეიმურაზ ტუღუშის და თამაზ ცაბუტაშვილისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)