23:21 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 15:31:13, 2119 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ოფისი დალუქეს

მოსკოვში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ოფისი დალუქა, - ამის შეახებ BBC-ი რუსეთში ორგანიზაციის წარმომადგენელზე სერგეი ნიკიტინზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ნიკიტინმა განაცხადა, დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს ოფისი დალუქული დახვდათ. Amnesty International-ი მოსკოვის ცენტრში მდებარე ოფისს პირდაპირ მუნიციპალური ხელისუფლებისგან  ქირაობს.

ნიკიტინის თქმით, ვითარების გასარკვევად კართან დატოვებულ სატელეფონო ნომრებზე რეკავს, თუმცა არავინ პასუხობს.

ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, ორგანიზაციის შენობაში ენექტროენერგიაა გათიშული.

ცნობისთვის, უფლებადამცველი ორგანიაცია Amnesty International-ი 1961 დიდ ბრიტანეთში დაარსდა. ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შესრულებული სამუშაოსთვის ორგანიზაციას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აქვს მიღებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics