|
2016-11-02 11:47:02, 1562 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის საზედამხედველო ანგარიშგების სისტემა დადებითად შეფასდა
საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის გასაცნობად საქართველოს ეროვნულ ბანკს ნიდერლანდების ბანკის დელეგაცია ეწვია. სებ-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის წარმომადგენლებმა, მონაცემთა ხარისხისა და რისკების შესახებ მონაცემთა გაერთიანებისა და ანგარიშგების დამუშავების მიდგომებზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს იმ საზედამხედველო მეთოდოლოგიაზე, რომელსაც ორივე ქვეყნის ცენტრალური ბანკი ეყრდნობა. შეხვედრაზე განიხილეს XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტი საზედამხედველო ანგარიშგებისთვის. კონსულტაციების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქართული საზედამხედველო ანგარიშგების სისტემის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც ნიდერლანდების ბანკის დელეგაციის მხრიდან დადებითად შეფასდა. საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ბანკის ზედამხედველები ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მონაცემთა ხარისხის საკითხებსა და XBRL-ის ანგარიშგების სტანდარტზე ინფორმაცია გაცვალეს. ვიზიტის დროს ნიდერლანდების ბანკი და საქართველოს ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "მონაცემთა ხარისხის ზედამხედველობა, მონაცემების გაერთიანებისა და რისკებზე დაფუძნებული ანგარიშგების პრინციპების გათვალისწინებით" მომავალი წლის ივნისში თბილისში გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)