18:49 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 14:53:37, 738 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: მოსამართლეობის კანდიდატებს საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა, - ამის შესახებ  პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ გასულ კვირას იუსტიციის საბჭოს მიერ  საერთო სასამართლოების მოსამართლეთა უვადო დანიშვნას; პრეზიდენტის აზრით, სასამრთლოს დამოუკიდებლობის ფუნდამენტი ინდივიდუალური მოსამართლეა, რომელიც მიუხედავად გარე ფაქტორებისა, არ დაემორჩილება არანაირ ზეწოლას და მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მიშველაძის თქმით, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც, სასამრთლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, განასაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე უვადოდ დანიშვნას ეხება, უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გაჭვირვალედ და საზოგადებისთვის ღია და საჯარო უნდა იყოს;

„განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ როგორი პროცედრურებითა და რა  კრიტერიუმებით მოხდა და მოხდება  ახალი მოსამართლეების შერჩევა.  პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა, ან არდანიშვნა უნდა ხდებოდეს დასაბუთებულად და კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics