|
2016-10-31 13:55:51, 789 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
მცხეთაში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია ხვალ, 11:00 საათზე, სოფელ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება. ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 50 ოლქის მიხედვით, ყველა საარჩევნო უბანი დაითვალა და წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, მცხეთის #37-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების “ კანდიდატი მცირედით ლიდერობს. კერძოდ, დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 50.11% მოაგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა-49.89% მიიღო. წინასწარი შედეგები მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გააცნო. მისი შეფასებით, ცალკეული დარღვევების მიუხედავად, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)