16:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 22:36:31, 690 ნახვა

პოლიტიკა
„მარნეულის 86-ე უბანზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკითხზეა საუბარი“

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 86-ე  უბანზე  საარჩევნო  ყუთში  400 ბიულეტენი ჩაყარეს.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, აღნიშნულ  საარჩევნო უბანზე ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკითხზეა საუბარი:

„გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამდენადაც ადმინისტრაციისთვის არის ცნობილი, ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანზე მცირე რაოდენობით, ბევრად უფრო ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე ბიულეტინების ჩაყრის საკთხზეა საუბარი. იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი იქნება დაწერილი, ადმინისტრაცია შეისწავლის და კანონმდებლობის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ზაზა ბაირამოვი საუბრობს, თუ როგორ ჩაყარა საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი.

პარტიის ინფორმაციით, კადრები მარნეულის 86-ე საარჩევნო უბანზეა გადაღებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics