12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 18:03:44, 680 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვერ მიხილავთ ვერანაირ სამთავრობო და სასამართლო თანამდებობაზე

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის არანაირ სახელისუფლებო, სამთავრობო და სასამართლო თანამდებობაზე არ აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.

როგორც უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის  საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე გააგრძელებს:

„მე კიდევ ორიოდე კვირა მიხილავთ ამ შენობაში. ორიოდე კვირის შემდეგ, ვერ და არ მიხილავთ ვერანაირ სახელისუფლებო დაწესებულებაში,   სამთავრობო თანამდებობაზე,სასამართლო თანამდებობაზე, თუ სხვა თანამდებობაზე. ძალიან მკაფიოდ  ვაცხადებ, რომ მე ვაგრძელებ საქმიანობას ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია" დატოვა.

მისი თქმით, პარტიის დამფუძნებლებს და სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც ის არ იზიარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics