12:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:48:37, 751 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: მთავრობის მიზანია, საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის სისტემა დაინერგოს

"ხუთი წლის მანძილზე ევროკავშირის მხრიდან 450 მილიონი ევროს დახმარების პროექტები განხორციელდა, 30 მილიონი ევროც არის ამ დახმარების შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოში საჯარო სისტემის მოდერნიზებას და  საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, საქართველოში ევროპული საჯარო მმართველობის სისტემა იყოს.

„ჩვენ ბევრი ინსტიტუტი განვავითარეთ, დავნერგეთ ევროპული სტანდარტები, მოვახდინეთ მათი დაახლოება ევროპულ შესაბამის ინსტიტუტებთან და ამ პროექტის მიზანია, რომ საჯარო მმართველობის სისტემაც ასევვე დაუახლოვდეს და იყოს ევროპული. ეს დახმარება განხორციელდება საბიუჯეტო დახმარების კუთხით, ასევე ტექნიკური დახმარების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი ევროპული პრინციპების დანერგვას საქართველოში“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას  30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics