|
2016-10-22 12:09:21, 2191 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანზე თურქეთის მოქალაქეების შესაძლო ძალადობას პოლიცია არ ადასტურებს
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 17 წლის არასრულწლოვან გოგონას თურქეთის სამი მოქალაქე თავს დაესხა და დაზიანება მიაყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოკითხვის შედეგად არ დადასტურდა თურქეთის მოქალაქეების მიერ, გოგონაზე თავდასხმის ფაქტი. "პოლიციამ მოახდინა, არასრულწლოვანის გამოკითხვა, რის შედეგადაც არ დადასტურდა რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა" - აცხადებენ სამინისტროში. ამასთან პოლიციის ინფორმაციით, გოგონამ თვითდაზიანება მიიყენა, მოტივს და მიზეზებს პოლიცია იძიებს. გუშინ ღამით, ნაციონალისტურმა ჯგუფმა "ქართული ძალა" გაავცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც სანზონაში სამმა თურქმა სცემა არასრულწლოვანი გოგო და ქონდათ გაუპატიურების მცდელობა. ჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ჟურნალისტებსაც დაუპირისპირდნენ. ამასთან, ფეისბუქის გვერდზე "ქართული ძალა" შემდეგი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს: "17 წლის გოგოზე იძალადეს და ქართული პოლიცია 6 საათი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა არასრულწლოვან გოგოზე, რომ უარი ეთქვა იმ ბრალდებაზე. პირდაპირ უთხრეს რომ არ ჯეროდათ და ვინაიდან ნაციონალისტებს ჰქონდათ რეაქცია დაგვიჭერდნენ ჩვენც (ვითომ ჩვენი მითითებით მოხდა) და თვითონაც შარში გაიხვევდა თავს. ადვოკატი რომ შევიდა უკვე ახსნა განმარტება ჩამორთმეული ჰქონდათ... მაგრამ იმდენი შეძლო რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელისთვის ეთქვა ყველაფერი სიმართლე რაც სინამდვილეში იყო. ამაღამ რომ დაიძინებთ ერთი რამე გახსოვდეთ, ჩვენს ქვეყანაში არის 17 წლის აკანკალებული ქართველი გოგო, სამი ბინძური ოსმალო და უზარმაზარი სისტემა რომელიც არაფერს არ გააკეთებს თქვენთვის. ზარი და ზანალაკი ოცნებას, ნაციონალებს, სხვა და სხვა პარტიებს, ლიბერალურლ ტელევიზიებს, ნაცემ ტრანსგენდერებს და უსაქმურ არაფრის მაქნის ხალხს. მადლობა ყველა იმ უბრალო ქართველბს ვინც გვერდში უდგეხართ ერთმანეთს." - წერია ნაციონალისტების ჯგუფის განცხადებაში.
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)