23:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 16:55:56, 971 ნახვა

რეგიონი
ციხისძირის გაზიფიცირების პროცესი დაიწყო

ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები აგვიტოს თვის ბოლოს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები დღეს - 19 ოქტომბერს დაიწყო. პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან სულხან ევგენიძესთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის" რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად გაეცნო.

,,გაზიფიცირება კვლავაც რჩება რეგიონის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში, სადაც გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სრულად დასრულდება გაზიფიცირება და სოფლების დაქსელვა, რაც ძალიან დიდ შვებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას. გაცილებით შემცირდება ხე-ტყის მოჭრა რაიონში, რაც გააუმჯობესებს ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობას. მივესალმები იმ სიახლესაც, რომლის მიხედვითაც ჩვენი სოფლების მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ღირებულების განვადებით გადახდა შეეძლებათ. ეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის სოფლებში გაზიფიცირების პროცესს" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

დღემდე ციხისძირის თემის მხოლოდ 15% იყო გაზიფიცირებული . პროექტი, რომელიც დაიწყო სრულ გაზიფიცირებას მოიცავს. კერძოდ აშენდება 23 200 გრძ. მეტრი გაზსადენი , რაც 1402 კომლის ქსელში ჩართვას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის პირველ ნახევარში დასრულდება , ხოლო მშენებლობის დასრულების შემდგომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება 400 ლარის საფასურის სანაცვლოდ ( სურვილის შემთხვევაში უპროცენტო განვადების პირობით) მოახდინონ საკუთარი სახლების გაზიფიცირება და კომპანია სოკარის აბონენტები გახდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics