|
2016-10-19 12:16:49, 732 ნახვა
საზოგადოება
ყველა სასკოლო საგანი ერთ პორტალზე!
სილქნეტის საგანმანათლებლო პროექტი „საშინაო სკოლა“ SilkTV-ის გარდა, ახლა უკვე ინტერნეტით არის ხელმისაწვდომი. დისტანციური სწავლების კურსისთვის შეიქმნა საიტი http://www.silkschool.ge/. მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ადაპტირებულია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის მისაღებ დროს, გაიღრმავოს ცოდნა სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა, შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც მისთვის მისაღებ დროს მიადევნებს თვალს. ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა ყველა ეს საგანი პორტალზეა განთავსებული. გაკვეთილებს უძღვებიან საგანგებოდ შერჩეული კვალიფიციური პედაგოგები, ისეთები, როგორებიც არიან გია მურღულია, ავთანდილ არაბული, ზაზა აბაშიძე, ია მებონია, თამარ ჯაფარიძე და სხვა. ვებ გვერდზე განთავსებული მასალის სანახავად, მსურველი უფასოდ გადის ავტორიზაციას ფეისბუკით, ან რეგისტრირდება საიტზე ელექტრონული ფოსტით და ქმნის საკუთარ პროფილს. მომხმარებლისთვის შეთავაზებულია საძიებო სისტემა, რომელიც უადვილებს მას ამა თუ იმ საგნის, კლასის, სხვადასხვა თემის ან პედაგოგის არჩევას. მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, მოსწავლეს უცხო ენის ათვისებაში დაემხმარება ინგლისური ენის კურსი, რომელიც სასკოლო პროგრამის იდენტურია და ორიგინალი აუდიო მასალაც ერთვის. ასევე, აბიტურიენტებს დახმარებას უწევს ენის გრამატიკული ნაწილის ვიდეო-გაკვეთილები. პროგრამა ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. პორტალზე http://silkschool.ge/ რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. რეგისტრირებულ მომხმარებელს სრული წვდომა აქვს ყველა ვიდეოსთან, კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით. პორტალი „საშინაო სკოლა“ წარმოადგენს SilkTV-ის საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტის ანალოგს, რომელსაც სილქნეტი მეხუთე წელია ექსკლუზიურად გვთავაზობს ტელეეთერის მეშვეობით და მას 10 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)