|
2016-10-18 17:48:52, 1547 ნახვა
ეკონომიკა
დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა. მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პროექტის (HDM) ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების განვითარებას და ჰარმონიზაციის ხელშეწყობას. პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში HDM პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში (ელექტრონული ჯანდაცვა, ინოვაციები, ელკომერცია, ელექტრონული იდენტიფიკაცია და სანდო მომსახურებები, საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული უნარები, სატელეკომუნიკაციო რეგულაციები და ა.შ.).პროექტში საქართველოდან ასევე აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა უწყებები საკუთარი კომპეტენციების მიხედვით. ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობდნენ.მინისტერიალი გახსნეს ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა - გიუნტერ ოეტინგერმა, იოჰანეს ჰანმა და რობერო ვიოლამ. მინისტერიალის მსვლელობის დროს, თავის გამოსვლაში დავით ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა HDM პროექტის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში და ისაუბრა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. მინისტერიალის ბოლოს მონაწილეებმა მზაობა გამოხატესციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხებზედა მიიღეს კონცეფცია, რომელშიც ასახულია აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები. (NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)