|
2016-10-16 10:39:54, 764 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა. საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ; ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ; მსახიობებმა ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ; ასევე, ხელოვნების მოღვაწემ ჯემალ ჭკუასელმა; ლოტბარმა და მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა; მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ; მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ; აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა; ასევე, მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა რევაზ გაბრიაძემ. როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე. „ „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ „საპატიო თბილისელის“ წოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)