20:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 21:33:34, 663 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ამ გამარჯვებას ვერავინ ვერ შეეხება, ამის გარანტი „ქართული ოცნებაა“

 „ეს იყო იმ კონკრეტულ პარტიაზე უარის თქმა, რომელიც ძალადობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ პარტიამ გამარჯვება ბრძოლით და მშვიდობიანი გზით მოიპოვა.

„ვერავინ ვერ შეეხება ამ გამარჯვებას, ამის გარანტი არის პარტია „ქართული ოცნება“. ჩვენ პარტიას საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია. დაველოდოთ ცესკო-ს მიერ დათვლილ ხმებს, ის სურათი რომელიც იქნება წარმოდგენილი, ნახავს სრულიად საქართველო. მთელი დღის განმავლობაში ვიღებდით მონაცემებს ჩვენი პარტიებიდან, რაიონებიდან, მინდა გითხრათ, რომ სავარაუდოდ მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვიღებდით „ქართული ოცნების“-ის 60%-ს შეადგენს. ეს არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამარჯვება, ეს არის სრულიად ქვეყნის გამარჯვება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ყველა წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს.

„რაღაც ოქლებში იქნება მეორე ტურები თუმცა ეს ნორმალურია, ესეც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. აქ საგანგაშო არაფერი არ არის. წლების განმავლობაში მიდიოდა ხმების მოპარვა და ტოტალური გაყალბება. მეამაყება, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ჩავატარეთ და ამას მთელი ქვეყანა ნახავს, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ“, - განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics