13:08 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:56:55, 755 ნახვა

პოლიტიკა
სანდრა რულოვსი: მიშა საქართველოში ძალიან მალე დაბრუნდება

„8 ოქტომბერს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, 4 წელი საკმარისია, მათ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ“,- ამის შესახებ ყოფილმა პირველმა  ლედიმ სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.

როგორც რულოვსმა აღნიშნა, ქვეყანა  უკუსვლას  განიცდის და ცვლილებებია საჭირო.

„ნაციონალური  მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მიმართა, ხმა აიმაღლონ.

„სად ხართ ამოიღეთ ხმა?! თქვენ ჩვენი გმირები ხართ და გჯერათ იმ იდეის, რომლითაც წინ წავალთ. ასევე მივესალმები აფხაზ და ოს ძმებს და დებს. გპირდებით, რომ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა. ეს არ არის საქართველო, რომელიც 2004-2012 წლებში ჩვენ ავაშენეთ. ქვეყანა განიცდის უკუსვლას. მოქმედი  ხელისუფლების პრიორიტეტია  პრემია -დანამატების გაცემა. მათი წასვლის დრო მოვიდა დემოკრატიული არჩევნების გზით“,-განაცხადა რულოვსმა. 

მისივე თქმით, „მაცივარში დევს  ბევრი პროექტი, რომელსაც ვადა 9 ოქტომებრს გაუვა და 8 ოქტომბრის საღამოდან ამ პროექტებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამოიღებს“.

„მიშა დაბრუნდება საქართველოში და ეს ძალიან მალე მოხდება“,-დასძინა რულოვსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics