|
2016-10-05 15:18:41, 1313 ნახვა
სამართალი
არასამთავრობოები აფეთქებაზე: აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს
არასამთავრობო ორგანიზაციები გუშინ თბილისში მომხდარ აფეთქების ფაქტს ეხმაურებიან. როგორც არასამთავრობოების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მათივე განმარტებით, მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება. "პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამთ დაზარალებული მოქალაქეების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის მგომარეობა კვლავ მძიმეა. ამ შემთხვევას წინ უძღვოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში, და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს",-აღნიშნულია განცხადებაში. ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს უპირველეს ამოცანად დაისახონ არჩევნების დღის და მანამდე დაგეგმილი აქციების თუ სხვა წინასაარჩევნო ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. "მოვუწოდებთ ასევე, სწრაფად, სრულყოფილად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად გამოიძიონ მომხდარი და ადეკვატურად დასაჯონ დამნაშავეები. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიება საგამოძიებო ორგანოებისთვის ღირსების საკითხი უნდა გახდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეს საკითხი პოლიტიკური ბრალდებების საგანი გახდა. აქვე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნების წინ არსებული პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე: გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; უარი თქვან დაპირისპირებისა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე; ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება; ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს; გამოძიების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე უარი თქვან პოლიტიკურ ბრალდებებზე",-ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)