|
2016-10-05 13:05:01, 659 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ არსებობენ ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები
„მყარი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტი პირდაპირაა დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან“,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, შემაშფოთებელია, რომ დანაშაულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების მიმართ ბრალდებები გაისმა: „გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისში გუშინ მომხდარ უმძიმეს დანაშულს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის მოტივი საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს მყარი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ფაქტი პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებთან. შემაშფოთებელია, რომ დანაშულებრივი აქტის განხორციელებისთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ბრალდებები გაისმა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მიმართ, რასაც ჩვენ მკაცრი რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. გუშინდელმა აქტმა კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები ძალაუფლების ზღვარგადასული სურვილის გამო. მკაცრად ვაფრთხილებთ ამ ადამიანებს, უარი თქვან დანაშულებრივ განზრახვებზე და ნუ ეცდებიან ჩრდილის მიყენებას დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის“,-განაცხადა კობახიძემ. მანვე ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას და ასევე საარჩევნო პროცესებს მომდევნო სამი დღის განმავლობაში: „გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართალდამცავი ორგანოები დანაშულის მოტივისა და დამნაშავის სწრაფ დადგენას შეძლებენ“,-დასძინა კობახიძემ.
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)