11:55 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 08:38:50, 669 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია პრემიერის განცხადებაზე: მნიშვნელობა არ აქვს უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის

გამოძიების დასრულებამდე მინიშნებების გაკეთება გიორგი კვირიკაშვილის მხრიდნ აბსურდულია - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"აწყობილად ორგანიზებული გზავნილი აქვთ, შეთქმულების თეორიაზე და მსხვერპლისკენ იშვერენ ხელს. კაცს პრემიერ-მინისტრი ქვია სახელად, თუმცა ვიცით რო რეალურად არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ბედავს და ასეთ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, მინიშნებებს იძლევა ისე რომ არანაირი გამოძიება მისვე თქმით, არც კი დაუწყიათ. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკურად უხერხემლო მარიონეტი რას იტყვის" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის უშიშროება: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის ოლქში სტრატეგიულ ობიექტზე დრონებით მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics