|
2016-10-04 14:26:42, 941 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება
საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, არჩევნები, ესაა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც სახელმწიფომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ცივილური ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება შეუძლია. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 8 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში და არჩევნების დღესაც, სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი. სახელმწიფოს მეთაური კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ და შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. „გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საარჩევნო პროცესს საქართველოში რამდენიმე ასეული დამკვირვებელი დააკვირდება. 54 საერთაშორისო და 91 ადგილობრივი ორგანიზაცია, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სამართლიანი და სტაბილური საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას. საქართველოში უკვე იმყოფებიან ეუთო-ს წარმომადგენლები. პრეზიდენტი მიესალმება და მადლობას უხდის მათ ამ ჩართულობისთვის. ქვეყნის პირველი პირი ყურადღებით მიადევნებს თვალს მათ მოსაზრებებს საარჩევნო გარემოსთან და მთლიანად პროცესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)