04:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 15:48:08, 1322 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკში პროექტის „ინოვაცია ბიზნესში" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

1 ოქტომბერს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო,  ტექნოპარკში(ოქროყანა, ინოვაციების 7),  11 დან 4 საათამდე, პროექტის „ინოვაცია ბიზნესში" ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისა და სამეცნიერო სექტორის  სამუშაო შეხვედრას გამართავს.    

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება რძის პროდუქციის მწარმოებელი ყველა  მსხვილი კომპანია, მათ შორის მილკო, ნიკორა, სოფლის ნობათი, ქობულეთური, ნატურალ, ჩიზიკო, ასევე ფერმერული კოოპერატივები და შემგროვებელი პუნქტები, რომლებიც თავის მხრივ სამეცნიერო სექტორს წარუდგენენ მათ წარმოებაში არსებულ პრობლემებსა და საჭირო ტექნოლოგიურ მიმართულებებს. 

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომ, ფორმირდება კომპეტენტური სამუშაო ჯგუფები და მათ 3 დღის ვადაში (კრეათონი) უნდა შესთავაზონ მწარმოებელ კომპანიებს გადამწყვეტი იდეები. 
შეთავაზებები მეცნიერების მხრიდან მოხდება სამი ფორმით: 

1. მწარმოებლისა და სამეცნიერო ჯგუფის  ერთობლივი სტარტაპის შექმნა.  
2. სამეცნიერო გუნდის მიერ მწარმოებლისთვის ლიცენზიის მიყიდვა. 
3. სამეცნიერო გუნდის მიერ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული კვლევის ფორმირება და ჩატარება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics