21:09 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 14:12:41, 663 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდა.

ირაკლი მეზრუნიშვილმა განათლების, მათ შორის სკოლამდელი განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული ადამიანი სათანადოდ უნდა აცნობიერებდეს ამ სფეროს მნიშვნელობას და ზრუნავდეს ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

ამასთან, დღესევ ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო .

 „დღეს დაღუპული პოლკოვნიკის, ტარიელ შარიფაშვილის, გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდა . ჩვენ მოვალენი ვართ, გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics